2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის
ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია. საკანონმდებლო ორგანომ
”საგზაო
მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, მეორე მოსმენით იმ
დათქმით მიიღო, რომ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის
მოწმობებს იურიდიული ძალა დამატებით რამდენიმე თვე შეუნარჩუნდებათ.
შესაბამისი წინადადება კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დააყენა, რაც მომხსნებელმა
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა
გაიზიარა.
ცვლილებამდე 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს
იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნარჩუნდებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები