NDI: გამოკითხულთა უმრავლესობამ პარლამენტში მისი მაჟორიტარის ვინაობა არ იცის
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის
თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის,
ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
შესაბამის კითხვაზე რესპოდენტების 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა
- არასწორი, ხოლო 59%-მა - „არ ვიცი“.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის საველე სამუშაოები 29
ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული
ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი
შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK
aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას კი
CRRC-საქართველო ხორციელდება.
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.
მასალის გამოყენების პირობები