შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც
ქალთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციული ნიშნით და
სიძულვილით
მოტივირებული, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი
დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული
საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. ინფორმაციას ამის
შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. ადამიანის უფლებათა დაცვის
დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით
რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების
დასაკავებლად კონკურსი მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები