დასავლეთ საქართველოში 5 მარტამდე არამდგრად ამინდებს ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
პირველიდან 2 მარტის, დღის
მეორე ნახევრამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. მთაში და მაღალმთიან
ზონაში სინოპტიკოსები ქარბუქს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა
დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების
სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის თქმით, არამდგარადი ამინდები
ქვეყნის მსაშტაბით 5 მარტამდე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები