ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის
ავტოკეფალიის აღდგენის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა სიონის ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის ტაძარში აღავლინა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს
მიიღო, რომელიც 1811 წელს რუსეთის იმპერიამ
გააუქმა. აღნიშნულ დრომდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას
ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი
დამოუკიდებლობა ამავე წელს რუსეთის გარდა, ყველა მართლმადიდებელმა
ეკლესიამ ცნო. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია
მხოლოდ 1943 წელს აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები