იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით ზუსტად
15 საათსა და 17 წუთზე გადმოვიდა. სამლოცველოდან ზეციური ცეცხლი
იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის
პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის
საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი
სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა და ებრაული პოლიციის
თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ამის შემდეგ მართლმადიდებელმა პატრიარქმა
ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვები შეასრულა.
სპეციალურად ამ დღისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდანაც ჩავიდნენ.
ცეცხლს საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ და ტაძრებში
გაავრცელებენ.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში
გადმოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები