2018 წლის პირველი მაისიდან საქართველოში თამბაქოსა და
ელექტროსიგარეტის მოწევა რამდენიმე
სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, რესტორნებსა და ბარებში
აიკრძალება. "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების
საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, გარდა მოწევის სხვადასხვა ადგილას აკრძალვისა,
დღეიდან თამბაქოს ღერებით გაყიდვა აიკრძალა და 150 ლარის ოდენობით
დასჯადი ქმედება გახდა.
სავალდებულო ხდება შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა
თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან
დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი
თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.
ამავე თემაზე:
სად
იკრძალება თამბაქოს მოწევა პირველი მაისიდან
მასალის გამოყენების პირობები