2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული
რეგისტრაცია დღეს 9 საათზე დაიწყო.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დარეგისტრირება
მსურველებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე
შეუძლიათ. პროცესი 8 ივნისს დასრულდება.
II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი
დოკუმენტების მიღება კი 11-დან 30 ივნისის ჩათვლით იქნება
შესაძლებელი.
პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების
განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია
ავტომატურად უქმდება.
რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, რომელიც 2 ივლისიდან 16
ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ეს სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ
ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
განათლების
სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა
მასალის გამოყენების პირობები