„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული
საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებას
გამოკითხულების მხოლოდ 11 % ენდობა სრულად. ამავე კითხვაზე
რესპონდენტების 21 % ამბობს, რომ უფრო ენდობა, ვიდრე - არა, 31 % კი
ნაწილობრივ ენდობა. ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ნდობა საერთოდ არ
აქვს გამოკითხულების 14 %-ს, 15 % კი უფრო არ ენდობა, ვიდრე
პირიქით.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოქალაქეების 55 %-ზე
მეტი მიიჩნევს, რომ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ქართული ოცნების“ ინტერესებს
ემსახურება. ამასთან, 36 % თვლის, რომ ე.წ. „რეიდების“ ჩატარება
გამართლებულია.
კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა,
მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 ადამიანი გამოიკითხა. ის
კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებირივი ინსტიტუტებისადმი ნდობის,
ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, მედიისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საკითხებს
მოიცავდა.
მასალის გამოყენების პირობები