2018 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე
ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 195 617 ადამიანი
შეადგინა. აქედან, 55% საქართველოს მოქალაქეები არიან, ხოლო 45%
უცხოელი. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტოროების სააგენტო
ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ
ტერიტორიებს ყველაზე მეტად გერმანიიდან, პოლონეთიდან, ემირატებიდან,
ისრაელიდან და რუსეთიდან სტუმრობენ.
5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა:
• პრომეთეს მღვიმე
• თბილისის ეროვნული პარკი
• ყაზბეგის ეროვნული პარკი
• მარტვილის კანიონი
• სათაფლია
5 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა
შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:
• მაჭახელას ეროვნული პარკი
• თბილისის ეროვნული პარკი
• მტირალას ეროვნული პარკი
• ჯავახეთის დაცული ტერიტორიები
• მარტვილის კანიონი
მასალის გამოყენების პირობები