ახალი ამბები
ეკლესიის წევრები წმინდა სინოდს უკრაინის ავტოკეფალიის ცნობის მოთხოვნით პეტიციით მიმართავენ
ინტერნეტსივრცეში უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკლესიის წევრები წმინდა სინოდს სთხოვენ, რომ მათი აზრიც გაითვალისწინონ საკითხის განხილვის დროს და დაუჭირონ მხარი უკრაინის ეკლესიას.

რადიო „ათინათი“ პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„უწმიდესო და უნეტარესო,
ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო,

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი შვილები გულისყურითა და სიფრთხილით ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პროცესებს. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის წარმოშობილი დავა, რომელიც უკრაინაში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანების მცდელობით იყო განპირობებული, ხოლო შემდგომ უკრაინის ახალი მართლამდიდებელი ეკლესიის დაარსებითა და მისთვის მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან ავტოკეფალიის ტომოსის გადაცემით დასრულდა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.

ჩვენთვის ცნობილია ის სირთულეებით სავსე გზა, რომელიც გაიარა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ სრულიად უკანონოდ და ძალადობრივად მიტაცებული ავტოკეფალიის პირობებში. გვახსოვს ის სიხარულიც, რომელიც ჩვენი წინაპრების მიერ ავტოკეფალიის აღდგენასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ტომოსის გადმოცემას მოყვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია არასდროს გამხდარა ეჭვის საგანი. ამ ისტორიული მეხსიერების ფონზე, ჩვენს მორალურ ვალდებულებად მივიჩნევთ უკრაინის ეკლესიისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას.

ვეცნობით რა ყველა სიახლეს განვითარებული მოვლენების ირგვლივ, პასუხისმგებლობით ვეკიდებით მართლმადიდებელი აღმსარებლობის შეურყვნელად დამოწმებას. განვითარებული მოვლენები კი საზოგადოებას უფრო მეტი ინდიფერენტულობით განაწყობს რწმენისადმი. იმპერიალისტური მიზნები და პირველობისთვის ბრძოლა კი შესაძლოა, საფუძველი გახდეს მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე ახალი საეკლესიო განხეთქილებისა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოქმნილი დავა არადოქტრინალურ ხასიათს ატარებს.

შესაბამისად, ამ საკითხისადმი ჩვენი ეკლესიის ღირსეულ და სამართლიან დამოკიდებულებად მივიჩნევთ საეკლესიო ერთობის შენარჩუნებისთვის სამართლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ობიქტური თუ სუბიექტური სირთულეების მიუხედავად, უკრაინის ახლადდაარსებული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობითა და მათთან ევქარისტიულ ერთობაში შესვლით უნდა იქნეს დამოწმებული.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოგმართავთ შვილობრივი თხოვნით, საკითხის სინოდალური განხილვის დროს ეკლესიის სამწყსოს აზრიც გაითვალისწინოთ“, - აღნიშნულია ტექსტში.

ამავე თემაზე:

მეუფე პეტრე უკრაინის ავტოკეფალიაზე:წონადობა არ აქვს არგუმენტებს, რომ არ დავდგეთ სიმართლის მხარეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.