კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, სტატუსის მინიჭების ინიციატორები შპს „გუნდა“, ნ. დოლიძე და ლ. ქოქიაშვილი არიან.
„აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში “Sirha 2019”, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია და კერძო პირები, გამოფენის ფარგლებში წარადგენენ ქართულ ხაჭაპურს.ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონის და ქართული რიტუალის შემადგენელია. აღნიშნული ელემენტისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად შეიძლება მოვიაზროთ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ხაჭაპურის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში.
მასალის გამოყენების პირობები