მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება დასჯადი გახდება
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა დასჯადი გახდება.
აღნიშნული ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის და მას პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ. პროექტი დეპუტატებმა, მერაბ ქვარაიამ, გიორგი კახიანმა, კობა ლურსმანაშვილმა და ზაზა გაბუნიამ მოამზადეს.
ცვლილებების თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისთვის პირი 1000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იგივე ქმედების განმეორებისთვის 2 - ათასი ლარით.
მასალის გამოყენების პირობები