საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის
პროექტირების საფასურის დასადგენად ბაზრის კვლევა გამოაცხადა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
„ამ დროისთვის ზუგდიდში არ არსებობს საკმარისი ახალგაზრდული სივრცე, რომელიც მისცემს ახალგაზრდებს საშუალებას წარმოადგინონ თავიანთი იდეები, დანერგონ სიახლეები, იმუშაონ თანამედროვე სტანდარტებით და იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში ჯანსაღი ცხოვრების წესით. სწორედ ასეთი სივრცის შექმნის მიზნით, იგეგმება ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა, სადაც ერთ სივრცეში მოსახლეობას მიეცემა საშუალება ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკით და მრავალფუნქციური სივრცეებით“, - აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამკითხველო დარბაზი,
ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის, კაფე და ვერანდა, რომელსაც ხედი ექნება დადიანების სასახლეზე.
მასალის გამოყენების პირობები