NDI - ის კვლევები: გამოკითხულთა 90 %-ს უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის
ამოქმედების შემდეგ შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია. გამოკითხულთა 5 % აცხადებს, რომ უმოგზაურია მხოლოდ ერთხელ, ხოლო 3 % - ს უმოგზაურია რამდენჯერმე, 2 %-მა კი აღნიშნა, რომ არ იცის.
კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.
NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.
მასალის გამოყენების პირობები