3-დან 7 ივნისამდე რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება
რიკოთის გვირაბში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 3 ივნისს, 08:00 საათიდან, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები