„თიბისი ბანკის“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მზადაა , „თიბისი ჰოლდინგის" სახელით უკრაინელი ტურისტებისთვის „ჯორჯიან ეარვეისის“ 10 ჩარტერული რეისი დააფინანსოს.
ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ "თიბისი ჰოლდინგის" სახელით დავაფინანსო "ეარზენას" 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!“, - წერს ხაზარაძე.
20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის დროებით აკრძალვით
გამოეხმაურა.
მასალის გამოყენების პირობები