2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდება.
უფროსი მასწავლებლებლები მიიღებენ 1 011 ლარს;
წამყვანი მასწავლებლები - 1 435 ლარს;
მენტორი მასწავლებლები - 1 745 ლარს;
მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში კი პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ,ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ .
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება . ამავე ცნობით,
2022 წლისათვის მათი ანაზღაურება იქნება:
უფროსი მასწავლებელი - 1700 ლარი;
წამყვანი მასწავლებელი - 2135 ლარი;
მენტორი მასწავლებელი - 2445 ლარი;
მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა და ბრძანება 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები