სამეგრელოში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უნალექო ამინდები შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დღისით 27-29, ხოლო ღამით 9-11 გრადუსი იქნება.
„იმ კვირის ბოლომდე ველოდებით უნალექო ამინდებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სამეგრელოში და მათ შორის ზუგდიდში 27-29 გრადუსი იქნება, ზოგან კი შეძლება 30-მდე მოიმატოს“, - ამბობენ სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები