სამინისტრო: ანაკლიის პორტის ტერიტორიას სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესტუმრებიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს და ადგილზე ჩასვლას
სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები აპირებენ. მისივე თქმით, ვიზიტი დღეს არის დაგეგმილი.
„ანაკლიის პორტზე ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს, რომელიც გამოიხატა რამდენიმე დელეგაციის მიერ. როგორც ვიცი, ისინი აპირებენ ჩასვლას, რათა ადგილზე გაეცნონ. ამ მიმართულებით ჩვენ შევხვდით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს"და ისინიც მზად არიან. უკვე გამოყვეს პირები, რომლებიც ადგილზე შეხვდებიან. ინვესტორებს, უბრალოდ, აუხსნიან ამ პროექტის მნიშვნელობას და მიმდინარეობას", - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ადგილზე ჩასულ სტუმრებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებიც დახვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები