ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს დააკავეს, თავისუფალია.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“,-აცხადებენ სუს-ში.
ექიმი, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში, აქციები იმართებოდა.
მასალის გამოყენების პირობები