რუხის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რუხის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
რუხის ციხე ზუგდიდის რაიონში, სოფ. რუხის ტერიტორიაზე მდ. ენგურის მარცხენა ნაპირას, სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.
ციხე სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა 1647 წელს ააგო.
მასალის გამოყენების პირობები