ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელი წალენჯიხაში შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა
რუსეთის ქალაქ ყაზანის ,,რუბინის“ 19 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ წალენჯიხაში მცხოვრებ შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ხანდაზმულ მარტოხელებს და ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.
საჩუქარი 100 ოჯახს ერგო. სპორტსმენი ამბობს, რომ მან საჭირო თანხის მობილიზება საკუთარი ხელფასიდან შეძლო
"ჩემი საჩუქარი მცირედია, მაგრამ ეს ისაა, რისი გაკეთებაც შევძელი. წალენჯიხა ძალიან მიყვარს და მინდოდა დავხმარებოდი ჩემს ხალხს, რომელსაც თანადგომა ყველაზე მეტად ახლა სჭირდება. ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ იმედია ჩემი საჩუქარი გაახარებთ მათ“, - უთხრა რადიო „ათინათს“- ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ამჟამად საქართველოშია, თუმცა პანდემიის დასრულების და მიმოსვლის აღდგენის შემდეგ კლუბში დაბრუნებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები