ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
შესაბამის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს უყარა კენჭი.
ინფორმაციისთვის, 2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
19 წლის სტუდენტი, მოწყალების და მარო მაყაშვილი 1921 წლის 19 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან, კოჯრის ფრონტზე, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები