გამოკითხულთა 32 %-ის შეფასებით ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, 20%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, პასუხი არ იცის 8%-მა, ხოლო 1% კითხვაზე პასუხის გაცემისგან უარს აცხადებს.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია? - გამოკითხული მოსახლეობის 37% თვლის, რომ არ არის, 48%-ის აზრით, ქვეყანაში დემოკრატიაა, ხოლო 14%-ს კითხვაზე პასუხი არა აქვს.
NDI-მ კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია.
მასალის გამოყენების პირობები