2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა. სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
შედეგად, მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი, "მზიურის" პარკი და ზოოპარკი.
ტრაგედიას 21 ადამიანის, მათ შორის ხობელი დების ინდირა და ლიზა ზარანდიებისა და ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას სიცოცხლე შეეწირა. ორი ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.
სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც.
მასალის გამოყენების პირობები