ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის უჩივლა, – ამის შესახებ ინფორმაციას
„ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
80 წლის დიდოსტატმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 16 სექტემბერს შეიტანა.
საქმე ეხება Netflix-ის მინისერიალ „ლაზიერის გამბიტს“.
კერძოსდ, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეთფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.
ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები Netflix-ის ზარალის ასანაზღაურებლად ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ. Netflix-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად ნონა გაფრინდაშვილისადმი პატივისცემისა, მისი ბრალდებები უსაფუძვლოა.
მასალის გამოყენების პირობები