პრეზიდენტი: საქართველო თავისი ტერიტორიების ომით დაბრუნებას არ აპირებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავსუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო „ომითა და ძალით“ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს.
მისი განმარტებით, ეს რუსული დეზინფორმაციის ნაწილია:
ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შეიძლება, "დრო იხელთოს" და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება, ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა.კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ.დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები