ახალი ამბები
"ტყემალი" და "აჯიკა" გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს იძენს
საქართველოში რეგისტრირებულ გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს გეოგრაფიული აღნიშვნა „ტყემალი“ და "აჯიკა“ დაემატება. „საქპატენტში“ რეგისტრაციის პროცედურები ბოლო ეტაპზეა. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტში არ შევა დამატებითი ინფორმაცია, „ტყემალი“ და „აჯიკა“ დაემატება გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს. ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ „ტყემლის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციის მოთხოვნა საქპატენტში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარადგინა.

„განაცხადის მასალებში აღნიშნულია, რომ ტყემალს ქართული სუფრის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. ის საქართველოში ნომერ პირველ საწებლადაა აღიარებული და მის გარეშე არ არსებობს ქართული სუფრა. ტყემლის საწებლის ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილობრივად მოყვანილი ტყემლის, შესაზავებელი მწვანილებისა და სუნელების განსაკუთრებული გემური თვისებები და გამორჩეული არომატი, ასევე, შემზავებლის გამოცდილება და ოსტატობა. დღეს ტყემალი საქართველოს ყველა რეგიონში მზადდება, მაგრამ მის სამშობლოდ დასავლეთ საქართველოა მიჩნეული. საგანაცხადო მასალებში მოცემულია ტყემლის მომზადების მეთოდი, ეტაპები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.

ტყემლის მომზადების წესი და რეცეპტურა ზეპირსიტყვიერად ან წერილობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მისი მომზადების ყველაზე უფრო ადრინდელი რეცეპტი წერილობითი სახით გვხვდება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ბარბარე ჯორჯაძის მიერ შედგენილ წიგნში „ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადნი ცნობანი“, რომელიც 1874 წელს გამოიცა. სპეციფიკაციების თანახმად, ტყემლის საწებლის დასამზადებლად გამოყენებული ტყემალი (ალუჩა, ღოღნაშო და სხვა, გემოვნებით დასამატებელი ხილი), ნიორი, წიწაკა, ნედლი მწვანილი და სუნელები წარმოებული უნდა იყოს მხოლოდ საქართველოში. გამოყენებული ინგრედიენტების, მათი, თანაფარდობისა და მომზადების მეთოდების მიხედვით, ძირითადად, ორი სახის ტყემალი არსებობს: ახალი ტყემალი და ზამთარში შესანახი ტყემალი.

გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული საქონელი ბაზარზე სარგებლობს განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით, რამეთუ პროდუქტი ხასიათდება მაღალი ხარისხით, თვისებებით და რეპუტაციით, რაც განპირობებულია რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი გარემო-პირობებითა და ადამიანური ფაქტორით. აქედან გამომდინარე, ტყემლისთვის ამ სტატუსის მინიჭება და სახელმწიფო დონეზე აღიარება კიდევ უფრო გაზრდის მასზე მოთხოვნასა და ღირებულებას“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.



რაც შეეხება აჯიკას, სახელწოდებისთვის გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი აღიარებული და დადასტურებული იქნება სახელმწიფოს მიერ.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, საქპატენტში წარმოდგენილ სარეგისტრაციო მასალებში აღნიშნულია, რომ „აჯიკა“ აფხაზური წარმომავლობისაა, რაც მისი თავდაპირველი დასახელებითაც „აპირპილ-ჯიკა“ (აფხაზურად – წიწაკიანი მარილი) დასტურდება. კლასიკური აფხაზური „აპირპილ-ჯიკის“ მოსამზადებლად სულ რამდენიმე ინგრედიენტი გამოიყენებოდა. ეს იყო: წითელი ცხარე წიწაკა, მარილი, ნიორი და ხმელი ქინძი. ამჟამად, „აჯიკის“ დამზადებისას ტრადიციულ ინგრედიენტებად მიიჩნევა, ასევე, ნიგოზი და გემოვნებით დამატებული სხვადასხვა სანელებლები და მწვანილები. სპეციფიკაციებში ხაზგასმულია, რომ აჯიკის მდიდარი და უნიკალური არომატი უკავშირდება მისი ინგრედიენტების, კერძოდ, საქართველოში მოყვანილი მწვანილებისა და მათგან დამზადებული სუნელების გამორჩეულ გემურ მახასიათებლებსა და სურნელოვნებას, ასევე, მათი დამუშავების შედეგად მიღებულ ეთერზეთების ინტენსივობას. საგანაცხადო მასალაში პროდუქტის აღწერისა და გეოგრაფიულ არეალთან კავშირის გარდა, მოცემულია მომზადების მეთოდი და ეტაპები, წარმოების გეოგრაფიული არეალი, წარმოშობის დადასტურება და ეტიკეტირება, მათ შორის აფხაზურად: „Аџьыка“ და „Ихьчоу Агеографиатә Дырга“. ამ პროდუქტის „აჯიკის“ სახელწოდებით შემდგომი გავრცელების არეალი სამეგრელო, უფრო მოგვიანებით კი დასავლეთი საქართველო და მთლიანად საქართველოც გახდა. დღეს ეს პროდუქტი ყველა ქართულ სურფაზე გვხვდება.

გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების რეგიონულ განვითარებაში, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას, არა მხოლოდ ამცირებს სამუშაო ძალის გადინებას, არამედ, სტიმულს აძლევს ახალი სამუშაო ძალის მოზიდვას, ასევე, ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას“, - ნათქვამია საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.