გოგი რევია და იულია ხარაშვილი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
"გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის" გამარჯვებულია. ამასთან, კიდევ ერთი ჯილდო დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" თავმჯდომარე იულია ხარაშვილს გადაეცა.
გამარჯვებულები პარლამენტის წევრების, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელმაც თითოეული მონაწილე წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.
ყოველწლიური დაჯილდოების მთავარი გზავნილია გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით ცნობიერების ამაღლება და იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება, ვინც აქტიურადაა ჩართული ამ საქმიანობაში.
მასალის გამოყენების პირობები