ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამფუძნებელი სალომე ადამია ახალგაზრდული საერთაშორისო ჯილდოს, PACEY Award-ის გამარჯვებულია. მან ევროპული პროექტის კატეგორიაში სამ ნომინანტს შორის გაიმარჯვა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში "CNY Arm Wrestlers"-ის მკლავჭიდის ჩემპიონატის გამარჯვებული მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახიდან კესო იოსელიანი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით მამაცობისთვის დაჯილდოვდა ფოთის სახანძრო სამაშველო სამმართველოს მეხანძრე მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი გიორგი გოგიჩაიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი ხარისხის მედლით, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ზესაშვილი დაჯილდოვდა.
მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი ისტორიკოსი გივი ელიავა, საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აკაკი ჭანტურიას პრემიით დაჯილდოვდა.
"ქართული ოცნების" წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი მიხეილ სააკაშვილისთვის, ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის ჯილდოს გადაცემას გამოეხმაურა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა. ის ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.