როგორც,სოფელ შამგონის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გოჩა შენგელია რადიო“ათინათს“ უცხადებს, გატაცებულების ოჯახის წევრებს ჯერ არავინ შეხმიანებია.
შეგახსენებთ,რომ სამივე დაკავებული ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონას მკვიდრია:მამუკა ბერია, სულხან და მურად წყაროზიები. ისინი ,რუსმა სამხედროებმა სოფელ თაგილონის საზღვართან მაშინ გაიტაცეს, როდესაც მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ.მათ ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ. დაკავებულები ,ჯერ რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჰყავდათ, გავრცელებული ინფორმაციით,კი მოგვიანებით ისინი გალის მილიციაში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები