ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ცოტნე მურღულიამ
მისთვის დეპუტატის
უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება
სასამართლოში გაასაჩივრა.
როგორც მურღულიამ რადიო „ათინათს“ განუცხადა, დეპუტატის
უფლებამოსილების აღდგენას ითხოვს.
მისივე განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე სოფელ
კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნები ვერ ჩატარდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 ნოემბერს ორ დეპუტატს -
„ქართული ოცნებიდან“ კახა მიქაიას და „თავისუფალი დემოკრატებიდან“
კორცხელის მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე მურღულიას ხმათა უმრავლესობით
უფლება მოსილება შუწყვიეს.
ცნობისთვის,
ცოტნე მურღულია ქალაქ ლონდონში სასწავლებლად იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები