პოლიტიკა
რუსი სამხედრო ჟურნალისტი ჰააგის სასამართლოში ჩვენების მიცემას აპირებს
"ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტი არკადი ბაბჩენკო, რომელიც 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტს აშუქებდა, ჰააგის სასამართლოში ჩვენების მიცემას აპირებს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა.

ბაბჩენკო ჰააგის სასამართლოს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოიძიების შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"როგორც ითქვა, შენ გიტანენ და მზად არიან შენს დანაშაულზე თვალი დახუჭონ მანამ, სანამ გითმენენ და მზად არიან ამისთვის. თუმცა, როდესაც ზღვარი გადაილახება - ყველა ფრონტზე შემოგიტევენ. საერთაშორისო ბიუროკრატიას საკმაოდ მოქნილი ხერმხემალი აქვს და კატასტროფულად ნელია, თუმცა შედეგად - თუ გაუტიეს, მართლა გაუტევენ",- წერს ჟურნალისტი.

ამავე "პოსტში" ის 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

"ვერ ვიტყვი, რომ იმ ომში ყველაფერი ვნახე, თუმცა, ბევრი რამის ნახვა მოვასწარი. ვნახე,როგორ იწვოდა თამარაშენი, რასაც ამხანაგ კოკოითი ასე აღწერს :"ჩვენ იქ ყველაფერი მიწასთან გავასწორეთ". ისიც ვნახე, როგორ იწვოდა სხვა ქართული სოფლები, როდესაც შვეულმფრენით გორიდან ჯავაში მივემართებოდი. ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე.
ფოტოაპარატზეც კი აღვბეჭდე მაშინ.
რა ლამაზად იწვიან სოფლები? აი ასე.
და, მაინც. ჩვენ ტყუილუბრალოდ არ ვმუშაობთ, ხომ ასეა?
მე ჩვენებას მივცემ.
ეს დროც დადგა.
სხვა დროც მოვა.
იქაც იღებდნენ.
ბევრს", - აღნიშნულია ბაბჩენკოს წერილში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება დართო. აღნიშნული ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. საქმე ეხება 2008 წლის 1- ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.