თურქეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მტავრობის
მეთაური თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს
საღამოს მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე
შეეწირა, არიან დაშავებულებიც. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და
ახლობლებს, ვიზიარებ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას. მინდა,
იცოდეთ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა", -
ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ანკარაშI მომხდარი აფეთქებისას 30-მდე ადამიანი
დაიღუპა, 80-მდე კი დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები