არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას,
პრემიერ-მინისტრი ხელს
სავარაუდოდ, დღეს მოაწერს. განკარგულების ხელმოწერის შემდეგ, ის
”საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც
წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება.
კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შევა შეზღუდვები, რაც სახელმწიფო
სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების
მიმართ არსებობს.
პრეზიდენტსა და პრემიერ - მინისტრს შორის უკვე არსებობს წინასწარი
შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში
არჩევნებამდე 4 თვით ადრე - 8 ივნისიდან გადავიდეს. საქართველოს
პრეზიდენტმა, გიორგი
მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ახალი
განკარგულება 3 ივნისს გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის
პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები