ბარაქ ობამა: NATO საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავდაცვისუნარინობის
გაძლიერებაში დაეხმარება.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ
ვარშავის სამიტის შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე
განაცხადა.
მისი განმარტებით, ნატო სამხრეთის ფლანგის გაძლიერებასაც შეეცდება,
ასევე ევროკავშირის მიერ ხმელთაშუა ზღვაზე დაგეგმილ ოპერაციებში
მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიზნად ისახავს კონტრაბანდისტების
შეჩერებას.
ვაშინგტონი და ნატო დახმარებას ჩრდილოეთ აფრიკისა და ცენტრალური
ევროპის ქვეყნებსაც ჰპირდებიან, რომლებიც ტერორიზმთან გამკლავებას
ცდილობენ.
პოლონეთის დედაქალაქში ნატოს სამიტი ორი დღის განმავლობაში
მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები