რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს
სამუშაო ვიზიტით
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო
საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„18 აპრილს, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის
საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიაში. 19 აპრილს,
სოხუმში, სერგეი ლავროვსა და აფხაზეთის პრეზიდენტს შორის
მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა სამინისტროს
ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ძირითად საკითხებს,
ასევე აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და
რუსეთ-აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ურთიერთქმედების კოორდინაციის
საკითხებს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები