NDI: გამოკითხულთა 40 %-მა არ იცის ვის დაუჭერდა მხარს თვითმმართველობის არჩევნებზე
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით,
გამოკითხულთა 40%-მა არ იცის,
ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
იყოს.
კვლევაში მონაწილე რესპოდენტების 22% ”ქართულ ოცნებას” შემოხაზავდა,
7% - ”ნაციონალურ მოძრაობას”, 3% - ”ევროპულ საქართველოს”.
გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ არცერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს, 14
%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს
მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის
საფუძველზე ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები