პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრები ენმ-ის სხდომის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
“ქართული ოცნების“ წევრების მტკიცებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს დღევანდელი სხდომის ჩაშლას შეეცადა. საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, ენმ-ის წევრები საკრებულოს სხდომაზე პროვოკაციის მოსაწყობად მივიდნენ.

„ეს იყოს წინასწარი დავალება, რომ მოეწყოთ პროვოკაცია, თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ჰყოფნის გონიერება, რომ არ აჰყოლოდა ამას. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ. ჩვენ იმისთვის ვიკრიბებით, რომ განვიხილოთ ადამიანების პრობლემები და მოვნახოთ მათი გადაჭრის გზები, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს. საკრებულო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ლაგვილავამ.

სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ 17 საათამდე გადადო. მისი თქმით, ენმ დღის წესრიგისა და რეგლამენტის არევას შეეცადა.

„რეგლამენტით გათვალისწინებულია საკითხები, რომლებიც ითვლისწინებს დღის წესრიგს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომ სხვადასხვა საკითხში დააფიქსიროს ესა თუ ის კონკრეტული საკითხი. ზოდელავა შეეცადა დღის წესრიგის არევას, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. არ მივცემთ ამის საშულებას. რამდენჯერაც შეეცდება ამის გაკეთებას, იმდენჯერ გადავცდებთ. სამი დღეც რომ დასჭირდეს, სხდომა ჩატარდება ყველა პრინციპის დაცვით“, - თქვა ფაცაციამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ დღევანდელი სხდომა ხმაურის გამო რამდენიმე საათით გადადო. დაპირისპირება სხდომის დაწყებამდე საკრებულოს დარბაზს გარეთ დაიწყო. ენმ-ის მხარდამჭერებმა და წევრებმა გელა თოლორაიას სხდომაზე შესაძლო დასწრება გააპროტესტეს. მოგვიანებით, სხდომის დაწყების შემდეგ მურთაზ ზოდელავა სხვადასხვა საკითხის დაყენებას ითხოვდა. ფაცაციამ მას მოუწოდა, რომ საკითხები დღის წესრიგით გათვალისწინებულ დროს განეხილათ, რაზეც ისინი არ დათანხმდნენ.
დაპისისპირება სხდომის გარეთაც გაგრძელდა.

ამავე თემაზე:

ზოდელავა: ზუგდიდის საკრებულოს ადამიანების პრობლემის მოგვარების პროცესი იგნორირებული აქვს (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / მაისი 2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
20 / მაისი 2025
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.