ახალი ამბები
ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობები და რუსული ოკუპაცია - ჯანელიძის გამოსვლა გაეროში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც სამხედრო კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე.

„რუსეთი აგრძელებს გაერო-ს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, ისევე როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს (UNSC) 39 რეზოლუციის დარღვევას. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 10 წელი გავიდა და რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), ერთადერთი წარმოდგენილი საერთაშორისო მექანიზმი, ვერ ახერხებს საკუთარი მანდატის სრულყოფილად განხორციელებას, რადგან რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა. შეთანხმების მე-5 პუნქტის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების არსებობის შესაძლებლობა“ - აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების არდაშვებაზე ისაუბრა და დასძინა, რომ ეს საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და მათი ძირითადი უფლებების დაცვას. ამ კონტექსტში ვიცე-პრემიერმა ყურადღება საქართველოს მოქალაქეების გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხებზე გაამახვილა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მოკლებულია უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიებს, ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება, მათ შორის, შეზღუდულია თავისუფლად გადაადგილება, განათლების მიღება მშობლიურ ენაზე და ირღვევა საკუთრების უფლებები.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველოში, გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის (UNOMIG) მანდატის გაგრძელებაზე 2009 წლის ვეტოს შემდგომ ოკუპირებულ რეგიონებში შეიქმნა ვაკუუმი და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ჩამოყალიბების აუცილებლობა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს სამოქალაქო პირების დაცვაზე.

ღია დებატები თემაზე "სამხედრო კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხები" პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით გაიმართა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.