პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”
ზუგდიდის მერის ლაშა გოგიასა და მისი
მოადგილის გია გულორდავას მიერ თანამდებობის დატოვებასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის
არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო
ჩადენასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.
შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება.
სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით დატოვეს დაკავებული
თანამდებობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა
მოადგილემ გია გულორდავამ. გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და
შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი
გადაწყვეტილებები.
„ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი
ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და
ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია”, - ნათქვამია
მმართველი პარტიის განცხადებაში.
ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ
გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. უწყების
ინფორმაციით, საქმე ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე
მუხლითაა აღძრული.
ამავე თემაზე:
არასამთავრობოები: მოსახლეობამ უნდა იცოდეს მერის
გადადგომის მიზეზები
მასალის გამოყენების პირობები