აფხაზეთში თხევადი გაზი გაძვირდა, შესაბამისი გადაწყვეტილება დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. გამოცემა „აიაირას“ ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზის ფასი 30% - ით
გაიზარდა, რამაც მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.
„სუხუმგაზის“ ხელმძღვანელის დმიტრი ადლეიბას განმარტებით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ფასის ზრდა რუსეთიდან შემოსული გაზი 20%-ით გაზრდილ ფასად შესყიდვამ გამოიწვია. შესაბამისად თუ მანამდე 11 - ლიტრიანი ბალონის ყიდვა 550 რუბლად შეიძლებოდა, მიმდინარე კვირიდან მისმა ფასმა 650 რუბლს მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები