ოჩამჩირის რაიონში ამ დროისათვის 500 ტონაზე მეტი სიმინდი აიღეს. ამის შესახებ „აფსნიპრესს“ რაიონის მთავარმა აგრონომმა დავიდ აშუბამ განუცხადა. 1 800 - 2 000 ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის
მოსავალი წელს, სავარაუდოდ, 1 300-1 400 ტონას მიაღწევს, რაც გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30 % - ით ნაკლებია", – აღნიშნა აშუბამ და დასძინა, რომ მოსავლის აღება 10 – 15 დღეში დასრულდება.
ამავე ინფორმაციით, სიმინდის ყანებს აზიურმა ფაროსანამ დიდი ზარალი მიაყენა.
გარდა ამისა, დავიდ აშუბამ გამოცემას განუცხადა, რომ მიმიდნარე წელს 2 400 ტონა ბახჩეული და 3 000 პომიდორი აიღეს.
მასალის გამოყენების პირობები