ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებული გენადი სანაია გაათავისუფლეს. სამართალდამცველებმა მის კვალს 23 ოქტომბერს მიაკვლიეს, თუმცა მედიამ ეს ინფორმაცია ახლა გაავრცელა.
„აბხაზია ინფორმის“ ცნობით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი გამოძიებას აწარმოებს გატაცებასთან დაკავშირებული პირების ადგილსამყოფელის დასადგენად.
გენადი სანაია დაუდგენელმა პირებმა 24 ოქტომბერს გაიტაცეს. ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 31 აგვისტოს აღიძრა. გაუჩინარებულის კუთვნილი ავტომობილი სამართალდამცველებმა სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო ეშერაში იპოვეს.
საქმე დე ფაქტო რასპუბლიკის გენერალური პროკურორმა პირად კონტროლზეა იყო აყვანილი.
1943 წელს დაბადებული გენადი სანაია ცხოვრობს სოხუმსა და მოსკოვში. ის ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელის ვალტერ სანაიას (დაიბადა ოჩამჩირეში, თამაშობდა, სოხუმის, თბილისის და მოსკოვის „დინამოს“ გუნდებში) ვაჟია.
მასალის გამოყენების პირობები