თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან რუსი
ჟურნალისტებისათვის სავიზო რეჟიმი ამოქმედდება.
ამის შესახებ ბი ბი სი-ს რუსულ რედაქციას მოსკოვში რესპუბლიკის
საელჩოში განუცხადეს.
რუსეთმა 1 იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი
შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთის საჰაერო
ძალებმა რუსული თვითმფრინავი Су-24 ჩამოაგდეს.
მასალის გამოყენების პირობები