რომში აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტი გაიხსნება, წერს „აფხაზია
ინფორმი“ დე ფაქტო აფხაზეთის
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გახსნის ცერემონია 17 ივნისს გაიმართება. გამოცემის თანახმად, ეს არის
საზღვარგარეთ და კერძოდ, იტალიაში, აფხაზეთის კულტურის პირველი
ინსტიტუტი.
გახსნის ცერემონიას დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვიაჩესლავ ჩირიკბა, მისი მოადგილე კან ტანია და საინფორმაციო
განყოფილების ხელმძღვანელი თენგიზ თარბა დაესწრებიან.
იტალიის დედაქალაქში ასევე გაიმართება პრეს - კონფერენცია და რომში
ასოციაცია „ევროპა-აფხაზეთის“ ოფისის პრეზენტაცია.
ცერემონიაზე წარმოდგენილი იქნება გაზეთის „აფხაზია სეგოდნია“ პირველი
ნომერი.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები არიან იტალიაში
რუსეთის, ვენესუელას და ნიკარაგუას ელჩები.
მასალის გამოყენების პირობები