საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის
მიმართულებით შეზღუდულია.
უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე
საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს
მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით
შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, შეუფერხებლად
ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი
გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. მობილიზებულია შსს-ს
სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა, განსაკუთრებით
კონტროლდება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულება.
ასევე, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის
მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ.
მასალის გამოყენების პირობები