ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს დასაქმების საშუალება ექნებათ
პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულებსა
და მსჯავრდებულებს დასაქმების საშუალება ეძლევათ. აღმიშნულ
დაწესებულებაში ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის
განსაზღვრის წესი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა
კახიშვილის ბრძანებით, დამტკიცდა.
ბრძანებაში გაწერილია, კერძოდ ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის
გაზონების მოწყობა/მოვლა; ავეჯის, მათ შორის - საწოლის, მაგიდის,
სკამის, ტუმბოს და სხვა ნივთების შეკეთება; ასევე, სხვა სამუშაოები,
რომლებიც აუცილებელია პენიტენციური სისტემის ნორმალური
ფუნქციონირებისთვის და არ მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.
ბრძანების თანახმად, აკრძალულია ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის
ისეთი სამუშაოს შეთავაზება, რომელიც ადამიანის პატივსა და ღირსებას
ლახავს, ასევე, დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება ისეთ
სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია მრავალსართულიანი
შენობა-ნაგებობების ფასადის შეღებვასთან, სახურავების მოწყობასა და
შეკეთებასთან.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ კანონმდებლობით
დადგენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით,
შესაბამისი ანაზღაურება პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება. შრომის
ანაზღაურება, როგორც წესი, დღეში 20 ლარის ოდენობით, ნამუშევარი
საათების შესაბამისად განისაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები