შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა
შსს-მ 1974 წელს დაბადებული გ.ც. კანონიერი ქურდობის ბრალდებით
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად დააკავა.
„გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ გ.ც. ე.წ. ქურდულ სამყაროში
აღიარებულია „კანონიერ ქურდად”. სამართალდამცველებმა
ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს,
როდესაც მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. გ.ც. ბოლო
რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში
ცხოვრობდა.“, - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები